სიახლეები

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

კოლეჯ ცხუმ-ეგრისსა და აფხაზეთის N 1 საჯარო სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.  მემორანდუმის მიზანი პროფორიენტაციისა და კარიერული დაგეგმვის სერვისის განვითარებაა.
სრულად ნახვა...

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო!

პროფესიულ საგანამანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია  22 აპრილს დაიწყო და გაგრძელდება 16 მაისის ჩათვლით! რეგისტრაცია შესაძლებელია  პორტალზე:vet.emis.ge. გაეცანით კოლეჯის პროგრამებს www.ckhum.edu ge -ზე და  საჭორიების შემთხვევაში ჩვენ გაგიწევთ კვალიფიციურ დახმარებას. დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით - 555 74 93 66; 555 31 51 44 ;568 88 81 14.
სრულად ნახვა...

სამუშაო შეხვედრა კოლეჯის  ადმინისტრაციულ პერსონალთან

9 ნოემბერს , კოლეჯ ცხუმ-ეგრისში  გაიმართა სამუშაო შეხვედრა კოლეჯის  ადმინისტრაციულ პერსონალთან და მასწავლებლებთან. შეხვედრაზე  წარმოდგენილი იყო  2022-2023 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში და  ახალი ერთწლიანი სამოქმედო გეგმის პროექტი .
სრულად ნახვა...

საინფორმაციო შეხვედრა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსთან

. 24 ნოემბერს ცხუმ-ეგრისმა უმასპინძლა სსიპ - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს  წარმომადგენლებს.  შეხვედრა საინფორმაციო ხასიათის იყო და მიზნად ისახავდა პროფესიული სტუდენტების ინფორმირებას ადგილობრივ და საერთაშორისო შრომის ბაზარზე დასაქმებასა და სტაჟირების  შესახებ  
სრულად ნახვა...

მოტივაციური გასაუბრების განრიგი

მოტივაციური გასაუბრების განრიგი
სრულად ნახვა...

შეხვედრა ფორმატში " გაიცანი პროფესია".

19 ივნისს კოლეჯში სტუმრად იმყოფებოდა ჯიპისის სააფთიაქო ქსელის რეგიონალური მენეჯერი ქალბატონი ნინო როგავა. შეხვედრას ესწრებოდნენ პროგრამა ფარმაციის პროფესიული სტუდენტები, პროგრამის ხელმძღვანელი ქ.-ნი ნინო გადელია და ადმინისტრაციის წარმომადგენლები. შეხვედრა წარიმართა დიალოგის ფორმატში, ქ.-მა ნინომ სტუდენტებს გააცნო ფარმაცევტის კარიერული წინსვლის სქემა და გაუზიარა საკუთარი პროფესიული გამოცდილება , უპასუხა სტუდენტების მიერ დასმულ შეკითხვებს, რომელიც სს „გეფას ქსელში“სტუდენტური სტაჟირების შესაძლებლობებსა და და დასაქმების პრესპექტივებს ეხებოდა.
სრულად ნახვა...

ექსკურსია შეკვეთი₾ის დენდროლოგიურ პარკში

ექსკურსია შეკვეთი₾ის დენდროლოგიურ პარკში
სრულად ნახვა...

ღონისძიება

„აღმზრდელი“-ს პროფესიულ-საგანმანათლებლო პროგრამაზე სასწავლო პროცესის დასრულებას მიეძღვნა ღონისძიება, რომელიც მრავალფეროვანი იყო თავისი შინაარსით. კურსდამთავრებულებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია,რომლის მიზანი პროგრამის ფარგლებში ათვისებული თეორიული და პრაქტიკული უნარების დემონსტრირება იყო.  თვითოეულმა მათგანმა წარმოთქვა სამადლობელი სიტყვა პროგრამის განხორციელებაში ჩართული ყველა მასწავლებლის და კოლეჯის ადმინისტრაციის მიმართ. პრეზენტაციას ესწრებოდნენ კოლეჯის დირექტორი ბ.-ნი გელა მამფორია, , ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ-სააღმზრდელო მართვის ცენტრის დირექტორი ქ.-ნი ხათუნა თოლორაია, პროგრამის ფარგლებში მოდულების განმახორციელებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები. ღონისძიების ფინალური ნაწილი ემოციური იყო, რაც სტუდენტობის წლების დასრულებას ახლავს თან.
სრულად ნახვა...