სიახლეები

სტუდენტური კონფერენცია 2024

2024 წლის 21  ივნისს წლის  სტუდენტური კონფერენციის მონაწილეთა  დაჯილდოება გაიმართა! კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს კოლეჯის დირექტორმა გელა მამფორიამ და ხარისხის მართვის მენეჯერმა ნონა თაკალანძემ,  რომლებმაც მადლობა გადაუხადეს პროფესიულ სტუდენტებს დაუღალავი შრომისთვის და  თითოეულს უსურვეს შემდგომი წარმატება. მისასალმებელი სიტყვის შემდეგ, წახალისების მიზნით , სტუდენტებს გადაეცათ სერტიფიკატები და სამახსოვრო წიგნები.
სრულად ნახვა...

ტრენინგი კოლეჯის პერსონალისათვის

ტრენინგი  კოლეჯის  პერსონალისათვის ! თემა:  ელექტრონული საქმისწარმოების ტექნიკური საკითხები; ტრენინგს უძღვებოდა - თინა კაცია.ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის მეოთხე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი.
სრულად ნახვა...

ტრენინგი -პირველი სამედიცინო დახმარება

18 ივნისს ცხუმ-ეგრისში გაიმართა პირველი სამედიცინო დახმარების ტრენინგი პროფესიული სტუდენტებისათვის. ტრენინგს უძღვებოდა -დიმიტრი ძიმცეიშვილი, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ზუგდიდის ფილიალის ტრენერი. ტრენინგი მიზნად ისახავს სტუდენტებში პირველი დახმარების შესახებ ცნობიერების ამაღლებას; ექსტრემალურ სიტუაციაში სწორ და სწრაფ რეაგირებას; ადეკვატური პირველი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას დაზარალებულისთვის.  
სრულად ნახვა...

სტუდენტური კონფერენცია 2024

ცხუმ-ეგრისში "სტუდენტური დღეები - 2024"- ის ფარგლებში სტუდენტური კონფერენცია მიმდინარეობს! კონფერენციაში 5 სესიის ფარგლებში მონაწილეობას ღებულობენ ფარმაციის, აღმზრდელის, ელექტროობის, ინფორმაციის ტექნოლოგიისა და საფინანსო სერვისების პროგრამის პროფესიული სტუდენტები. წარმოდგენილია 13 მოხსენება, რომლებიც გამოირჩევა თემატიკის აქტუალობით. სტუდენტებმა გამოავლინეს შემოქმედებითი და კვლევითი უნარები. თითოეულ მოხსენებას მოჰყვა შეკითხვები და დისკუსია, მოხსენებებმა დამსწრე აუდიტორიის დიდი ინტერესი გამოიწვია. სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე მომხსენებლები მიიღებენ მონაწილეობის დამადასტურებელ სერტიფიკატებს,ასევე საჩუქრად გადაეცემათ წიგნები.      
სრულად ნახვა...

ტრენინგი ფარმაციის პროგრამის სტუდენტებისათვის!

ტრენინგი ფარმაციის პროგრამის სტუდენტებისათვის! ტრენინგის თემა: "მომხმარებელთან ურთიერთობა ფარმაცევტულ დაწესებულებებში". ტრენინგს უძღვებოდა პროგრამის ხელმძღვანელი- ნინო გადელია. ტრენინგის მიზანი იყო კომუნიკაციაში ინტერპერსონალური და პროფესიული ქცევის კომპეტენციის განვითარება.  
სრულად ნახვა...

სახანძრო უსაფრთხოების ტრენინგი

 12 ივნისს ცხუმ-ეგრისში პროფესიული სტუდენტებისა და მასწავლებლებისათვის ჩატარდა ტრენინგი სახანძრო უსაფრთხოების თემაზე. განხილული იყო სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებები, ხანძრის პრევენცია, ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის სისტემები, ევაკუაცია. ტრენინგს უძღვებოდა საქართველოს სახანძრო პრევენციის ასოციაციის მიერ სერტიფიცირებული ტრენერი რიტა ჭითანავა. მადლობა საინტერესო და მნიშვნელოვანი ტრენინგისათვის.
სრულად ნახვა...

ექთნის საერთაშორისო დღე

ყოველი წლის მაისის თვეში ექთნების საერთაშორისო დღე აღინიშნება! კოლეჯი ცხუმ-ეგრისი ულოცავს ყველა ექთანს პროფესიულ დღეს, უსურვებს მათ წარმატებებს პროფესიულ საქმიანობაში და გულითად მადლიერებას პაციენტებისაგან. ცხუმ-ეგრისის პროფესიულმა სტუდენტებმა , რომლებიც პროგრამის ფარგლებში კლინიკური სწავლების პრაქტიკას გადიან ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში, კლინიკის უფროს ექთნებთან ერთად აღნიშნეს დღესასწაული და მადლობა გადაუხადეს მათ თეორიული და პრაქტიკული სწავლების პროცესში გაწეული ღვაწლისათვის.  დაწესებულება მადლობას უხდის პარტნიორი კლინიკის უფროს ექთნებს , ქალბატონებს: ლელა ჭითანავას, ნონა ფხაკაძეს, ასმათ ხარებავას, ელისო გულორდავასა და მარიამ კვარაცხელიას პროფესიონალიზმისა და პასუხისმგებლობისათვის!
სრულად ნახვა...