სიახლეები

ფარმაცევტული კომპანია „გეფას“ შეხვედრა ფარმაციის  პროგრამის  სტუდენტებთან გაიმართა  ფარმაცევტული კომპანია „გეფას“ წარმომადგენლების შეხვედრა  ფარმაციის პროგრამის პროფესიულ  სტუდენტებთან.  შეხვედრის მიზანი იყო სტუდენტებისა  და მასწავლებლებისთვის კომპანიის აქტივობების გაცნობა, შიდა ვაკანსიებისა და  სტაჟირების პროგრამის შეთავაზება , კარიერული ზრდის შესაძლებლობის მიმოხილვა. კომპანია „გეფა” სტუდენტებს სთავაზობს: ანაზღაურებად სტაჟირებას სასწავლო პროცესზე მორგებული გრაფიკით (4,6,8 საათიანი სამუშაო დღე, სწავლასთან შეთავსებული) და ყველა წარმატებული სტაჟიორის დასაქმების პერსპექტივას .
სრულად ნახვა...

19-20 ოქტომბერს, საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ტრენინგს საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA -მ უმასპინძლა. ტრენინგების ციკლი ასოციაციის წევრი კოლეჯების შესაძლებლობების გაძლიერების და მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში ტარდება. მხარდაჭერის პაკეტი რამდენიმე მიმართულებას გულისხმობს. მათ შორის სიმულაციურ საავტორიზაციო ვიზიტებს და კოლეგიალურ ვიზიტებს.  
სრულად ნახვა...

5 სექტემბერი ფარმაცევტთა საერთაშორისო დღეა! ☀️ამ დღის აღსანიშნავად  ფარმაციის პროგრამის  სტუდენტებს პროფესიული დღესასწაული  მიულოცეს ხარისხის მართვის მენეჯერმა  ნონა თაკალანძემ  და პროგრამის ხელმძღვანელმა  ნინო გადელიამ.    ☀️ღონისძიებაზე მოწვეული  იყო  ფარმაცევტული კომპანია  GM PHARMA-ს სამედიცინო წარმომადგენელი სამეგრელო ზემო სვანეთში მირანდა დადიანი, რომელიც სტუდენტებს ესაუბრა  ფარმაცევტის პროფესიის მნიშვნელობასა    და სფეროში მიმდინარე სიახლეებზე. ასევე  გაიმართა საინტერესო  დისკუსია ისეთ  საკითხებზე, როგორიცაა პაციენტებზე ზრუნვა  და მომხმარებლების ნდობა.
სრულად ნახვა...

სასწავლო ექსკურსია ლიბერთი ბანკში!

სასწავლო ექსკურსია ლიბერთი ბანკში! 8 ოქტომბერს პროფესიული პროგრამის საფინანსო სერვისების სტუდენტები კოლეჯის პარტნიორ ორგანიზაციას, ლიბერთი ბანკს სასწავლო ექსკურსიის მიზნით ეწვივნენ (პროფესიული მოდული „ გაცნობითი პრაქტიკა’’ სწავლის შედეგი 2.  ტიპური პროფესიული გარემოს გაცნობა ). ბატონმა გიორგი ჩილაჩავამ ,  სტუდენტებს გააცნო  პროფესიული სამუშაო გარემო და პროფესიული უფლება-მოვალეობები, სამუშაო გარემოს მოწყობის მეთოდები და სამუშაო სივრცის ორგანიზაციის ძირითადი ტექნოლოგიები, ასევე  ჰიგიენისა და უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფისა და დაცვის ღონისძიებები. მადლობა ლიბერთი ბანკს ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის.
სრულად ნახვა...

ერთდღიანი ტური ოკაცეს კანიონზე

მოგზაურობა ოკაცეს კანიონზე! ცხუმ-ეგრისის სტუდენტებმა და მასწავლებლებმა ოკაცეს კანიონზე იმოგზაურეს.  ოკაცეს კანიონის მეტად საინტერესო 2-3 საათიანი საფეხმავლო მარშრუტი დადიანების ისტორიულ ტყე-პარკსა და 780 მ სიგრძის კიდულ ბილიკს გაივლის და პანორამული გადასახედით სრულდება.ოკაცეს კანიონის ბილიკის საფარი გამჭვირვალეა, რაც მოგზაურობას კიდევ უფრო ექსტრემალურს და სათავგადასავლოს ხდის.
სრულად ნახვა...

აპლიკატების საყურადღებოდ

ყურადღება! ცხუმ-ეგრისში სწავლის უფლების მქონე აპლიკანტთა საბუთების მიღება შესაძლებელი იქნება 1 -ელი ივლისიდან  12 ივლისამდე. გთხოვთ წარმოადგინოთ შემდეგი  დოკუმენტები: განცხადება პროგრამაზე ჩარიცხვის შესახებ ( წერილობით გამოხატული ნება ივსება ადგილზე); პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში მეურვის/ კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი  და ამ პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი); განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის -ატესტატის ან დიპლომის ასლი მიღებული განათლების შესახებ; 17 წელს მიღჭეული ვაჟები  წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან წვევმადელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის  დამადასტურებელი დოკუმენტი;
სრულად ნახვა...

სტუდენტური კონფერენცია 2024

2024 წლის 21  ივნისს წლის  სტუდენტური კონფერენციის მონაწილეთა  დაჯილდოება გაიმართა! კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს კოლეჯის დირექტორმა გელა მამფორიამ და ხარისხის მართვის მენეჯერმა ნონა თაკალანძემ,  რომლებმაც მადლობა გადაუხადეს პროფესიულ სტუდენტებს დაუღალავი შრომისთვის და  თითოეულს უსურვეს შემდგომი წარმატება. მისასალმებელი სიტყვის შემდეგ, წახალისების მიზნით , სტუდენტებს გადაეცათ სერტიფიკატები და სამახსოვრო წიგნები.
სრულად ნახვა...

ტრენინგი კოლეჯის პერსონალისათვის

ტრენინგი  კოლეჯის  პერსონალისათვის ! თემა:  ელექტრონული საქმისწარმოების ტექნიკური საკითხები; ტრენინგს უძღვებოდა - თინა კაცია.ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის მეოთხე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი.
სრულად ნახვა...