სიახლეები

ცხუმ-ეგრისი შეუერთდა საქველმოქმედო აქციას! ამა წლის 18 აპრილს ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ჩატარდა საქველმოქმედო კონცერტი,რომლის ორგანიზატორი იყო საქველმოქმედო ორგანიზაცია:„დახმარებისა და ინტეგრირების ლიგა“  
სრულად ნახვა...

ბათუმის სამედიცინო აკადემიამ ა.წ. 4-5 აპრილს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემების განვითარების მხარდაჭერის ფარგლებში, ტრენინგს უმასპინძლა. ტრენინგს უძღვებოდა  განათლების ექსპერტი, ბატონი კახაბერ ერაძე. ტრენინგს დაესწრნენ    კოლეჯ ცხუმ-ეგრისის  წარმომადგენლები .
სრულად ნახვა...

სოფელ კახათის N 1 საჯარო სკოლის მოსწავლეების ვიზიტი ცხუმ-ეგრისში. ვიზიტი შედგა კოლეჯ ცხუმ-ეგრისსა და კახათის N 1 საჯარო სკოლას შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში..   ვიზიტის მიზანი იყო  პროფესიული განათლების პოპულარიზაცია და  ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება პროფორინტაციის მიმართულებით.
სრულად ნახვა...

მიმდინარე წლის 13 დეკემბერს შედგა სამუშაო ჯგუფის სხდომა. რომელზედაც განსახილველად   წარდგენილი იყო კოლეჯის 2025 წლის  სამოქმედო გეგმის პროექტი. დოკუმენტი მუშავდება  თანამშრომლობისა და ძლიერი და სუსტი მხარეების ანალიზის საფუძველზე, კვლევების/პროგნოზების, წინა წლი(ებ)ის სამოქმედო გეგმების შეფასების, შედეგების, ანალიზის, ანგარიშებისა და დასკვნების გათვალისწინებით და სხვა აპრობირებული მეთოდოლოგიით. ერთწლიანი სამოქმედო გეგმა ასახავს სტრატეგიულ გეგმაში წარმოდგენილი მიზნების მიღწევისათვის საჭირო კონკრეტულ ნაბიჯებს და ცხადყოფს სტრატეგიულ გეგმაში მოცემული მიზნების მიღწევის გზებს, ამ მიზნების ერთგვარ „ჩაშლას“ უფრო მცირე და ადვილად მართვად კომპონენტებად.ერთწლიანი სამოქმედო გეგმა (13.12.2024წ.-13.12.2025წ.)  წარმოადგენს მხოლოდ სამუშაო ვერსიას და საბოლოო, შესაბამისი რეკომენდაციებისა და შენიშვნების გათვალისწინებით შეჯერებული საბოლოო ერთობლივი ნაშრომი დამატებით განთავსდება კოლეჯის ოფიციალურ ვებგვერდზე.  
სრულად ნახვა...

დიაბეტის საერთშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ კოლეჯის პროფესიულ სუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე განხილული იყო დაავადების მართვა, სიმპტომები, პრევენცია. ჩატარდა მსვლელობა და დარიგდა საინფორმაციო ფლაერები.
სრულად ნახვა...

4 ოქტომბერს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის  პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ  დიაგეგმა   პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლების შესაძლებლობების გაძლიერების ტრენინგები, რომელიც ჩატარდა სსიპ - შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში . Აღნიშნულ ტრენინგს დაესწრნენ შპს ცხუმ-ეგრისის პროფესიული პროგრამების განმახორციელებელი მასწავლებლები.
სრულად ნახვა...

სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის  ექსპერტმა , ქეთევან ჯანელიძემ,  ცხუმ-ეგრისის პერსონალთან  საინფორმაციო შეხვედრა გამართა! შეხვედრაზე განხილული იყო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის 360 გრადუსიანი თვითშეფასების ელექტრონული სისტემის შემუშავებისა და მართვის საკითხები. სისტემის შექმნის  შემდეგ  დაწესებულებებს ექნებათ შესაძლებლობა თვითშეფასებისთვის გამოიყენონ თანამედროვე, მოქნილი და ინფორმაციის ავტომატურად მართვადი სისტემა ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარებისათვის.
სრულად ნახვა...

დასაქმების ფორუმი

ზუგდიდში   გაიმართა დასაქმების  ფორუმი , რომელშიც მონაწილეობა მიიღეს  ცხუმ-ეგრისის პროფესიულმა სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა. ფორუმი ორგანიზებული იყო  სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ. ფორუმების მიზანი სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები მოქალაქეების ეკონომიკური გაძლიერება, ბიზნეს სექტორსა და სამუშაოს მაძიებლებს შორის კომუნიკაციის გამარტივება და დამსაქმებლებისთვის აქტუალური პრობლემის, კადრების დეფიციტის მოგვარებაა.
სრულად ნახვა...